სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 310 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.360 პროცენტით, მაქსიმალური 7.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.404 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.