სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განახლებული Messenger-ი წარადგინა.
„დღეიდან ჩვენ ჩავუშვით Messenger-ის ახალი, უფრო გამარტივებული ვერსია“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებელთა 70% თვლის, რომ Messenger-ის მთავარი პრიორიტეტი მისი უბრალოება და სიმარტივეა.
Messenger-ის პასუხისმგებელი პირის სტენ ჩადნოვსკის თქმით, აპლიკაციის გაუმჯობესებული ვერსია გახდება ის ფუნდამენტი, რომლის მეშვეობითაც კომპანია შეძლებს უფრო მეტი სწრაფი და მძლავრი ფუნქციების დანერგვას.
ცნობისათვის, Messenger-ით ყოველთვიურად 10 მილიარდი შეტყობინება იგზავნება. ამ აპლიკაციის მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა 1,3 მილიარდია თვეში.
კოკა კვირკველია