იემენის მოსახლეობის ნახევარი - 14 მილიონი ადამიანი - შიმშილის ზღვარზეა.
ამის შესახებ გაეროს ვიცე-მდივანმა ჰუმანიტარულ საკითხებში მარკ ლოუკოკმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მაღალი მაჩვენებელი ამ სფეროში მომუშავე არცერთ სპეციალისტს არ ახსოვს. მან შექმნილ მდგომარეობას „შოკისმომგვრელი“ უწოდა და დასძინა, რომ ყველაზე ცუდ გავლენას სიტუაცია ბავშვებსა და მოხუცებზე ახდენს.
მდგომარეობა იემენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წელს სამოქალაქო ომში მთავრობის მხარეზე საუდის არაბეთი ჩაერთო. ძირითადი ბრძოლები საპორტო ქალაქ ჰადეიდაში მიმდინარეობს, რაც უზარმაზარ პრობლემებს უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, რადგან იემენში საკვები პროდუქტების 90% იმპორტირებულია.
კოკა კვირკველია