საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში რაიმე საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობის თითოეული წევრი ღირსეულად უმკლავდება მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
„მთავრობის კაბინეტი არის ახალი დამტკიცებული. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის თითოეული წევრი საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამავე დროს იმ საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში. შესაბამისად, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა ბახტაძემ.