საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 1.5 მლნ დოლარით გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 101.4 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 99.9 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-5 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 4.1% შეადგინა.