„არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას"

არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.

„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ იქნება. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ალბათ არ მოესწრება ამ წელს. აქედან გამომდინარე, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ, თუმცა ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- განაცხადა მაჭავარიანმა.