ლარში გაცემულ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3,3%-ით გაიზარდა

მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 3,3%-ით მოიმატა და 27%-ს შეადგენს (სექტემბერში - 23,7%). უცხოურ ვალუტაში კი ზრდა მხოლოდ 0,1% იყო. 1-ლი ოქტომბრისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით - 17,8%-დან 17,9%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი ისევ 10,4% დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,788 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი, რაც 6 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით, 1-ლი სექტემბრისთვის სულ გაცემული იყო 3,783 მლრდ ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.