ერთი წლის განმავლობაში ბაზრიდან რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა, ასევე მუშაობა შეწყვიტეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა და ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით, დღეს ბაზარზე 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით ნაკლებია. 2017 წლის სექტემბერში ბაზარზე 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.
საანგარიშო პერიოდში მუშაობა შეწყვიტა ერთმა კომერციულმა ბანკმა და დღეს ბაზარზე 15 ბანკი ოპერირებს. ერთი წლის განმავლობაში 841-დან 800-მდე შემცირდა ბანკების ფილიალების რაოდენობა. ამასთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი 8-დან 2-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერს ქვეყანაში სულ 1 051 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მუშაობდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს მათი რაოდენობა 1 118-ს შეადგენდა.