კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ თავისი ინიციატივით ზრუნავს იმ ბუნებრივ გარემოზე, მოსასვენებელ და გასართობ პარკებზე, რომელიც თავად შექმნა უბნური ტიპის დასახლებაში და მუდმივად ცდილობს ეკოლოგიური, მწვანე გარემოს შენარჩუნებას“,– ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელშიც საუბარია, თუ რა პასუხისმგებლობები გააჩნიათ სამშენებლო კომპანიებს.
„მშენებლობა უდიდეს გავლენას ახდენს საწარმოო ძალების განვითარებასა და გადაადგილებაზე. ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შექმნაზე, ხალხის ცხოვრების დონის მუდმივი აღმავლობის უზრუნველყოფაზე.
სამშენებლო კომპანიების საქმიანობა რთული და კომპლექსურია, რომელიც განსაზღვრულია რეგლამენტებით, მაღალი სტანდარტებითა და პასუხისმგებლობით.
სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მშენებლობის დროს აუცილებლად გასაწევი კონტროლის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია დადგენილი ნორმების ზედმიწევნით შესრულება, რათა გამართულად წარიმართოს პროცესი. მშენებლობის დროს მნიშვნელოვანია მასალების ხარისხის კონტროლი, მშენებლების უსაფრთხოების დაცვა, გამართული სამუშაო პირობების შექმნა და მშენებლობის დადგენილ ვადებში დასრულება. ამავდროულად, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დეველოპერულ კომპანიას პასუხისმგებლობა აქვს არამხოლოდ დაქირავებულთა და დამკვეთთა წინაშე, არამედ მთლიანად ქალაქის მოსახლეობისა და ამავე ქალაქის ბუნების მიმართაც.
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ არქიტექტორ სტეფანო ბოერის მიერ შექმნილი პროექტი „ვერტიკალური ტყე“, რომელიც დედაქალაქში ტყის მასივების აღდგენას, ბუნების რეგენერაციას და ურბანული ბიომრავალფეროვნების შექმნას ემსახურება. ასევე, საინტერესოა ბრიტანული არქიტექტურული ფირმის “Heatherwick Studio”-ს მიერ სინგაპურში შემუშავებული კამპუსის ეკო-მეგობრული პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ გამწვანებას.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მდგრადობის ჭრილში მოხმარება და გარდაუვალი ზემოქმედების მინიმალურ დონემდე შემცირება. რა თქმა უნდა, თავად მშენებლობის დაწყება უკვე ნიშნავს გარემოზე გარკვეულ ცვლილებების მოხდენას, თუმცა სამშენებლო კომპანია უნდა იაზრებდეს, რომ მის მიერ გამოწვეული ცვლილებები მინიმალურად უნდა აისახოს ეკოსისტემაზე. სწორედ ამიტომ, ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან: მაიკლ ჰენსელი, მარიან კრესნი, კაროლინ ო’დონელი, მაიკლ ველსი და სხვა, სულ უფრო აქტიურად განიხილავენ ურბანული ეკოლოგიის შესწავლის აუცლებლობას.
განსაკუთრებით დიდია ისეთი სამშენებლო კომპანიების პასუხიმგებლობაც, რომელიც არამხოლოდ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, არამედ ქმნის მთლიან უბანს. ასეთ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა საცხოვრებელი გარემოს გამწვანებაზე, მასზე ზრუნვაზე, მოსასვენებელი და გასართობი პარკების შექმნაზე, რათა მაცხოვრებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა საქართველოში მოქმედი კომპანიის „მეტრა დეველოპმენტის“ საქმიანობა, რომელიც ათ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე.
ყველა სხვა მიზეზთან ერთად, სწორედ საერთაშორისო გამოცდილების დამსახურებაცაა კომპანის გუნდის წევრების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აღებულ ვალდებულებებზე და მეტრას მაცხოვრებელთათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნაზე. „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოსარჩევია ისიც, რომ კომპანია თავისი ინიციატივით ზრუნავს იმ ბუნებრივ გარემოზე, მოსასვენებელ და გასართობ პარკებზე, რომელიც თავად შექმნა უბნური ტიპის დასახლებაში და მუდმივად ცდილობს ეკოლოგიური, მწვანე გარემოს შენარჩუნებას, რაც მიმზიდველს, საინტერესო და დასავლური ტიპის საცხოვრებლად აქცევს თბილისში განხორციელებულ პროექტებს“, – აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტში“.