BMW, INFINITI, Tesla, Mercedes, Toyota, Ferrari - ეს იმ ცნობილი ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ლიმიტირებული მოდელების დათვალიერების შესაძლებლობას “სეგრექს ავტო გალერი” აძლევს მომხმარებელს.მულტიბრენდული შოურუმი 25 ოქტომბერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ, 5 ნომერში გაიხსნა.
„ბევრი ადამიანისთვის INFINITI, Ferrari და განსაკუთრებით ის მოდელები, რომლებიც ჩვენს შოურუმშია წარმოდგენილი, შეიძლება საოცნებო იყოს. ამიტომ, ერთ-ერთ მეტსახელად დავარქვით საოცნებო მანქანების შოურუმი.“ - აცხადებს „სეგრექს ავტო გალერის“ დირექტორი კობა ბაზაძე.
შოურუმი, მომხმარებელს უმარტივებს მანქანის შეძენის პროცესს, რადგან სთავაზობს იმ ლიმიტირებული მოდელების დათვალიერებასა და დატესტვას, რაც აქამდე, საქართველოში, შეუძლებელი იყო. ამასთან, შოურუმი, ავტომობილის შეძენის პროცესს ამარტივებს, რადგან ავტომობილები უკვე ლოკაციაზეა განთავსებული.
ბრენდისთვის სასიხარულო ამბავი, გახსნამდე, რამდენიმე დღით ადრე მოხდა. „სეგრექს ავტო გალერი“ INFINITI-ის ოფიციალური შემომყვანია საქართველოში. INFINITI ამჟამად ტრანსფორმირების პროცესშია და გეგმავს 2021 წლისთვის სრულად იქცეს ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად. მომხმარებელი მალე იხილავს სედანის 4 და 5 SUV მოდელებს. ესენია : Q30, Q50, Q60, Q70 და QX30, QX50, QX60, QX70, QX80.
გარდა ავტომობილებისა, ასევე წარმოდგენილია ელექტრო, ეკოლოგიური და ეკონომოური NIU სკუტერები და იგეგმება ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების ხაზის კიდევ უფრო განვითარება. ამჟამად „სეგრექს ავტო გალერი“ წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის შოურუმის სახით, თუმცა 2019 წლის პირველი ნახევრიდან გაიხსნება მეორე შოურუმი ქალაქ ბათუმში.
(R)