Top-10 ადგილი, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულოთ

ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ შემოდგომა მოგზაურობისთვის ცუდი პერიოდია.პირიქით, დაბალი ფასები, ნაკლები ხალხი, სასიამოვნო ტემპერატურა, ფესტივალები და რაც მთავარია, ფერთა არაჩვეულებრივი პალიტრა - ეს ის უპირატესობებია, რაც შემოდგომის ტურიზმს ახასიათებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ადგილს, რომელსაც გამოცდილი მოგზაურები შემოდგომაზე მოსანახულებლად გირჩევენ.

შემოდგომაზე არც ისე ძვირი და საკმაოდ მიმზიდველი დასვენება გელით მონტენეგროში. საუკეთესო პლაჟი, გრილი წყალი, სასიამოვნო ამინდი, ქუჩები და ინფრასტრუქტურა, არდადეგების გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

bpnთუ თქვენ მელანქოლია, წვიმა, ქაფიანი ლუდი, ორგინალური სამზარეულო და რაც მთავარია, კულტურისა და არქიტექტურის მრავალფეროვნება გიზიდავთ, ლონდონს შემოდგომაზე უნდა ესტუმროთ. მოგზაურების რჩევით, ბრიტანეთის ნისლიანი ალბიონისა და არაჩვეულებრივი ატმოსფეროს შეგძნებას სწორედ ამ სეზონზე შეძლებთ.

bpn

შესაძლოა, ბანალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ საფრანგეთი, კერძოდ, პარიზი შემოდგომაზე იდეალურია. როგორც მოგზაურები ამბობენ, პარიზი განსაკუთრებით ლამაზი სწორედ შემოდგომის წვიმიან ამინდშია, რადგან რომანტიკული ქალაქი „მხატვრების ფერწერულ ტილოებს ემსგავსება“.

bpn

თუ წვიმას მაინც მზიანი ამინდები გირჩევნიათ, შემოდგომის არდადეგების გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესია კვიპროსი და საბერძნეთია. ტემპერატურა 25 გრადუსი, თბილი ზღვა, საუკეთესო სანაპირო და ხედები, რომელიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ შემოდგომას.

bpn

ესპანეთის, კერძოდ, მადრიდის სილამაზით დასატკბობას მოგზაურები შემოდგომაზე გვირჩევენ. მათი თქმით, ხავერდოვან სეზონზე, ესპანეთზე უკეთესი დასასვენებელი ადგილი, რთულად მოიძებნება. საშემოდგომო დეკორაციები, ფერადი ვენახები და კარგი ესპანური ღვინო - ეს ის მთავარი ატრიბუტებია, რომლითაც ქვეყნის ხიბლს კიდევ უფრო შეიგრძნობთ.

bpn

ტალინი, ესტონეთი – შუასაუკუნეების არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები და სახლები პასტელის ფერებში. როგროც გამოცდილი მოგზაურები აღნიშნავენ, შემოდგომაზე ტალინი განსაკუთრებით ლამაზია, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი ურბანული პეიზაჟებით დატკბობა მყუდრო კაფეში ფინჯანი ყავით და გემრიელი ორცხობილითაც შეიძლება.

bpn

უნგრეთი – გრანდიოზულ, თუმცა საკმაოდ ხელმისაწვდომ ბუდაპეშტში სწორედ შემოდგომაზე შეიძლება საინტერესო კულტურული პროგრამის მოწყობა, რადგან ცნობილ თერმულ წყლებში ნებივრობა შემოდგომის ცივ საღამოს, ღია ცის ქვეშაა განსაკუთრებით სასიამოვნო.

bpn

ხორვატია – თუ ხავერდის სეზონზე კომფორტულად გსურთ დასვენება, მაშინ დუბროვნიკში გაემგზარეთ, რადგან ზღვა აქ, შემოდგომის დასაწყისშიც თბილია, ამინდი - მზიანი, ფასები „არასეზონური“, ტურისტები კი ნაკლები. შემოდგომაზე აქ არავინ შეგიშლით ხელს არაჩვეულებრივი ბუნებრივი პეიზაჟებით და შთამბეჭდავი არქიტექტურული შედევრებით დატკბობაში.

bpn

იტალია - ტოსკანაში შემოდგომა თითქმის დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. უამრავი მიზეზი არსებობს რისთვისაც მოგზაურობის მოყვარეულებმა ეს ადგილი უნდა მოინახულონ, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ღვინისა და ტრადიციული კერძების ის ფესტივალებია, რომელიც სწორედ რომ შემოდგომაზე იმართება.

bpn

იაპონია - თუ თქვენ არ გაგიმართლათ, რომ კიოტოში გაზაფხულის ყვავილობის სეზონი გენახათ, შემოდგომაზე ნეკერჩხლის ნათელი ფერები თქვენთვის საკმაოდ ღირსეული კომპენსაცია იქნება. როგოროც მოგზაურები აღნიშნავენ, კიოტოში ყველაზე მშვენიერი შემოდგომის ლანდშაფტებია, სადაც ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ბუდისტური ტაძარი კიომიძუ-დერაა.

bpn

bpn

ნინი ქეთელაური