მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ცნობილია იმ ქვეყნების სია, რომლებიც 2019 წელს სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული იქნება.მონაცემები რამდენიმე ინფორმაციაზე დაყრდნობით დაჯამდა. ეს მონაცემებია 2017-2018 წლის ყველაზე პოპულარული და აგრეთვე ის სახელმწიფოებიც, სადაც ბოლო წლებში ყველაზე მეტი ტურისტი ჩავიდა.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეიტინგის ლიდერი მონღოლეთი გახდა. საქმე ის არის, რომ აქ ტურიზმის ზრდამ 2006-2017 წლამდე 16.1% შეადგინა. ამ სტუმართმოყვარე და ტურისტული თვალსაზრისით სწრაფად განვითარებულ ქვეყანაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოვლენა ზაფხულის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და თანდათან უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
რეიტინგში მეორე ადგილზე ურუგვაი გავიდა, მესამე კი პარაგვაიმ დაიკავა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ ომანი, ბუტანი და სეიშელის კუნძულები.
წყარო: oktravel.ge