"ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს"

დღეს ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი არჩევანით საქართველო საბოლოოდ უარს იტყვის სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე.

„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას - ევროპა და კულტურა; ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ. საბოლოოდ ჩვენც ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.