ირანი ნავთობის ექსპორტის შემცირებას დღე-ღამეში მხოლოდ 1 მილიონი ბარელით ვარაუდობს

ამერიკული სანქციების მოლოდინში ირანის პროგნოზით, მისი ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში მხოლოდ 1 მილიონი ბარელით შემცირდება.

ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტო IRNA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ესხაკ ჯახანგირიმ განუცხადა.

როგორც სააგენტო წერს, ირანი ბოლო თვეების განმავლობაში 2,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა. პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ აშშ ვერ შეაჩერებს ირანული ნავთობის ექსპორტს, ვინაიდან ბაზარზე მისი შემცვლელი არ მოიპოვება.

„დღეს ამერიკის ხელისუფლება ატყუებს მსოფლიოს, რომ საუდის არაბეთი ჩაანაცვლებს ბაზარზე ირანულ ნავთობს, რათა ნავთობზე ფასი არ გაიზარდოს“, - აცხადებს IRNA-სთან ჯაჰანგირი. მისივე თქმით, თუ ამერიკელები შეძლებენ ირანული ნავთობის ექსპორტის შეწყვეტას, ნავთობზე ფასები 100 დოლარი გახდება ბარელზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების მეორე ნაწილი 4 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს.

კოკა კვირკველია