მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის უფლებამოსილება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს გააჩნიათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაშია აღნიშნული.
„ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით (ე.წ. ფორექს საქმიანობა) მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მხედველობაში მიიღონ, რომ ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.
მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N89 განკარგულებით, საბროკერო კომპანია შპს "ლ.ა. ინვესტს" (ს/ნ 430034811) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო. შპს "ლ.ა. ინვესტი" საბროკერო საქმიანობას შემდეგი ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა: www.startfx.com,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სებ-ის ავრცელებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის უფლებამოსილნი არიან საბროკერო საქმიანობა განახორციელონ. ესენია: შპს "თიბისი კაპიტალი"; სს "გალტ ენდ თაგარტი"; შპს "ქართუ ბროკერი"; სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი"; შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი"; სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"; შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი"; შპს "თრეიდ ჰოლდინგი"; სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი