30 ოქტომბერს კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, შპს „ფერი“, კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის ფარგლებში, საბაგირო ტროსების და კაბელების მონტაჟს გეგმავს.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს, 30 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.