ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სკანდინავიის ქვეყნებიდან ტუროპერატორები ეწვივნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის წამყვანი ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმყოფებოდა. თბილისში სკანდინავიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის იდეა განიხილეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
„სკანდინავიის ქვეყნებიდან ინფოტური ავიაკომპანია Air Baltic-ის მხარდაჭერით გაიმართა. სკანდინავიის სახელმწიფოებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწელიწადს იზრდება.
სტატისტიკური მონაცემებით 2018 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში დანიიდან 36.4%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ნორვეგიიდან 37.7 %-ით მეტი ხოლო შვედეთიდან 28.4%-ით მეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.