სოციალურ ქსელ Facebook-ის აქტიური მომხმარებლების აუდიტორიამ 2,27 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კორპორაციული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ეხება.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 10%-ით. საუბარია იმ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც შედის. სექტემბერში კი 1,49 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ერთხელ მაინც აღნიშნული სოციალური ქსელით.
კომპანიაში ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ მსოფლიო მოსახლეობის 2,6 მილიარდი მათი კომპანიის რომელიმე სერვისს მაინც მოიხმარს, მათ შორის Facebook-ის გარდა Instagram-ს, Messenger-ს და WhatsApp-ს. მათი რაოდენობა, ვინც ამას დღეში ერთხელ მაინც აკეთებენ, არის 2 მილიარდზე მეტი.
რაც შეეხება ფინანსურ მონაცემებს, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კომპანიის მოგებამ შეადგინა 5,14 მილიარდი დოლარი, ხოლო შემოსავლებმა 13,73 მილიარდი. კომპანიის ინფორმაციით, შემოსავლების დიდი ნაწილი მიღებული აქვთ რეკლამიდან.
კოკა კვირკველია