თბილისში, ენუქიძის ქუჩა N12-ის მიმდებარედ, სამრეწველო ზონაში, პლასტმასის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, საწარმოს ასაშენებლად შპს „ევროდრიპს“ 5435 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრევები სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა.
„ბიზნეს იდეა ინოვაციური სარწყავი ლენტის წარმოებას გულისხმობს, რომელიც პოლიეთილენისგან იწარმოება და ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. კომპანია წელიწადში 200 ტონა პლასტმასის ნაწარმის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მზა პროდუქციის რეალიზაცია შიდა და გარე ბაზრებზე მოხდება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ქვეყანაში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში 15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება," - წერია ინფორმაციაში.