მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 28 535 211 ლარის შემოსავალი მიიღეს. ეს წინა კვარტალთან შედარებით 13,3 მლნ ლარით მეტია.
როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2018 წლის მეორე კვარტალში საურავი-ჯარიმიდან მიღებული შემოსავალი იყო 15 176 689 ლარი, პირველ კვარტალში კი 7 385 544 ლარი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით, დღეს ბაზარზე 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით ნაკლებია. 2017 წლის სექტემბერში ბაზარზე 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.