რა ხდება საწვავის ბაზარზე?

ბოლო პერიოდში საწვავის ბაზრის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე აჯამებს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ რა ხდება საწვავის ბაზრის ირგვლივ ბოლო პერიოდში.

როგორც იცით, ბოლო 3 თვეა (ცოტა მეტი) საწვავის ბაზარზე ფასები, პერმანენტურად იზრდება და ის ქვეყნის ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა. (ერთი ლიტრი 2.72 ლარი) ცალკე საკითხია, ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა ეკონომიკურ ბაზრებზე და რამდენად ობიექტურად ისახებოდა, ეს პროცესები საწვავის ბაზარზე, თუმცა ახლა ამით არ გადაგღლით და შევეცდები, მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაკვეთი შევაჯამო.

ჩვენს ბაზარზე საწვავზე ფასები, ბოლოს გასული თვის მეორე ნახევარში დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, მაშინ როდესაც სართაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია უკვე 2 კვირის დაწყებული იყო, თუმცა ამავე პერიოდში გაცვლითი კურსი 2 თეთრით გაუფასურდა, რამაც გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ფასების შემცირება გადაფარა.

ამის შემდეგ გლობალურ ბაზრებზე ფასების ვარდნა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა და დღეს ერთი ბარელის ღირებულება 64$ -მდეა შემცირებული. ანუ მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში ფასები, თითქმის 16% -ით შემცირდა. ამავე პერიოდში მხოლოდ 2.5% -ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე არ ასახულა. რაც მთავარია ბოლო ერთ კვირაზე მეტია ეროვნული ვალუტა 2.70 ნიშნულზეა დასტაბილურებული, ხოლო ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს. რატომ არის "გაყინული" ჩვენი ფასები ერთ ადგილზე, რამდენიმე თვიანი ფასების მატების შემდეგ, რატომ არ ამცირებენ კომპანიები ფასებს, როცა ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს, რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო საწვავს ხალხისგან განსხვავებით, ამაზე უფრო ვრცლად, სვა დროს მოგახსენებთ აფბას-ს კვლევით ანგარიშში",- წერს  პაატა  ბარიახტარი.