ქვეყნები, სადაც უცხოელების ბავშვებს მოქალაქეობას დაბადებისთანავე ანიჭებენ

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების ბავშვები, რომლებიც ამერიკის მიწაზე გაჩნდებიან, ავტომატურად მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ.მისივე თქმით, "აშშ ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ასე გასცემს მოქალაქეობას". "დოიჩე ველემ" გადაწყვიტა გაეანალიზებინა ტრამპის განცხადება და ეპოვა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მსგავსად მოქალაქეობას ბავშვებს დაბადებისთანავე ანიჭებს.

როგორც აღმოჩნა, აშშ-ი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბავშვებს, რომელთა მშობლები მიგრანტები არიან, მოქალაქეობას ანიჭებს. ამ უფლებას უწოდებენ დაბადებით მიღებულ უპირობო მოქალაქეობის უფლებას. თუმცა, მოქალაქეობის მინიჭება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გარვეული პირობების სანაცვლოდ, სწორედ ამ კუთხით სურს ტრამპსაც ცვლილებების განხორციელება.

ქვეყნები, რომლებიც დაბადებისთანავე  მოქალაქეობას გასცემენ გარკვეული პირობების სანაცვლოდ

ზოგ ქვეყანაში ახალდაბადებული ბავშვი მოქალაქეობას იღებს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი ლეგალურად მცხოვრებია ქვეყანაში, ან ერთ-ერთ მშობელს სჭირდება ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა.

მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია გამორიცხავს ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუ მისი მშობელი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს. მალაიზიის კონსტიტუცია კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს უცხ ქვეყნის მოქალაქეების შვილს მოქალაქეობას, თუ მშობლები მალაიზიის მუდმივი მცხოვრებლები არიან. გარკვეული პირობების სანაცვლოდ ანიჭებს ახალდაბადებულ ბავშვს მოქალაქეობას ავსტრალია, კოლუმბია და ირლანდიაც.  განაგრძეთ  კითხვა