გერმანია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სანქციები დაკავშირებულია მინსკის შეთანხმების შესრულებასთან. თუ იქნება რამე პროგრესი, შესაძლებელია საუბარი მათ შემსუბუქებაზე“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.