შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.
ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით.
ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2 500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.