მწვანე თუ ვერცხლისფერი - როგორი ავტობუსები შემოვა თბილისში?

მწვანე თუ ვერცხლისფერი - დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით მერია სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს.მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ - მწვანე და ვერცხლისფერ ავტობუსებს შორის უწევს.

„თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება - შერჩეული ავტობუსების დიზაინიდან რომელს ისურვებდით თბილისში?,“-აღნიშნულია მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე.

ამ ეტაპზე, გამოკითხვის თანახმად, 66% - მწვანე, ხოლო 34% ვერცხლისფერი ავტობუსის შემოყვანის მომხრეა.

როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება. ავტობუსები იქნება სხვადასხვა ზომის - 8-10 და 12-მეტრიანი.