2 ნოემბერს, თბილისში PechaKucha Night-ის კიდევ ერთი მე-5 ღონისძიება ჩატარდება.ტრადიციულად, PechaKucha-ს საღამოზე სპიკერი 20 წამში 20 სლაიდს წარმოადგენს. ამჯერად, ღონისძიების თემა მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა იქნება, რომლის სახალისო ფორმით ვიზუალიზაცისაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მისულ სტუმრებს მეწარმეები, ინოვატორები, ხელოვანები, გავლენიანი ადამიანების შესთავაზებენ.
წესების თანახმად, Pechakucha Night-ზე დასასწრებად, 19:19 საათზე უნდა მიხვიდეთ, პრეზენტატორების გამოსვლა კი 20:20 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. თუ PechaKucha Night-ს შესახებ ჯერ არ გსმენიათ, ღონისძიებაზე დასწრებდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ PechaKucha Night არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, რომელზეც შემოქმედებითი ხალხი, ინოვატორები, მეწარმეები, გავლენიანი პირები იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებს, ნამუშევრებს უზიარებენ და PechaKucha 20x20 ფორმატში აზრებს ცვლიან.
რაც შეეხება მის ისტორიას, PechaKucha Night -ის მოძრაობა დაიწყო ტოკიოში, 2003 წლის თებერვალში. თავდაპირველად, მას ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან შესახვედრად მართავდნენ. PechaKucha Night ახლა უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს და პოპულარობით სარგებლობს. თბილისში მას ორგანიზებას უწევს Tbilisi Startup Bureau. ღონისძიება კი “ღია სივრცეში” (Open Space) ჩატარდება.