შპს „პრაიდ გრუპის“ (სავაჭრო მარკა „ლა ფემილი“) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
ამასთან, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
სასამართლოს აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
"ლა ფემილის" სუპერმარკეტების ქსელში არსებულ პრობლემებზე სფეროს სპეციალისტები ჯერ კიდევ 2 წლის წინ საუბრობდნენ, როდესაც აღნიშნავდნენ, რომ ქსელი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი მაღაზიები შესაძლოა, დახურულიყო.
ცნობისთვის, „ლა ფემილის“ პირველი მაღაზია თბილისში 2015 წლის აპრილში გაიხსნა.