1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7251 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1194 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0294 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.