გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსკენ ლარის კურსის დასტაბილურება არის მოსალოდნელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსკენ ლარის კურსის დასტაბილურება არის მოსალოდნელი.

მინისტრის თქმით, ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის გაძლიერებისკენ, ვინაიდან ქვეყანაში ვალუტის შემოდინებები მაღალია და ასევე, მიმდინარეობს ტურისტული მაჩვენებლების ზრდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება, ეკონომიკა გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აუცილებლად დასტაბილურდება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი მომავალი ორი თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია, ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რასაც ისინი აწარმოებენ მონეტარული თვალსაზრისით, ჯანსაღია და მართებული. ლარის გაუფასურება დამოკიდებული იყო თურქეთში მომხდარ დესტაბილიზაციაზე“, - განაცხადა ქობულიამ.