"მიმდინარე წლის ბიუჯეტი სრულდება"

მიმდინარე წლის ბიუჯეტი სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

ქობულია გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტი უნდა დააკორექტიროს, ვინაიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი აუთვისებელი რჩება.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტი სრულდება. ამის განხილვა გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ ვერანაირ პრობლემებს ვერ ვხედავთ. დაველოდოთ წლის ბოლოს, თუ აუთვისებელი თანხა დარჩება იმის ხარჯზე, რომ იმაზე მეტი თანხა შემოვა, ვიდრე ველოდით, ეს ძალიან კარგი იქნება, გადავა მომდევნო წელიწადზე“, - განაცხადა ქობულიამ.