10-18 ოქტომბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების“ რეკლამის ხარჯებმა „ფეისბუქში“ 4 061 ლარი შეადგინა

2018 წლის 10 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საკასო შემოსავლებმა 184 950 ლარი შეადგინა.ამის შესახებ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ პარტიის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების ძირითად ნაწილს - 174 320 ლარი - საბიუჯეტო შემოსავალი შეადგენს, ხოლო დანარჩენი - 10 220 ლარი - პარტიისთვის შეწირული თანხაა. აღსანიშნავია, რომ პარტიას ყველაზე მეტი შემოწირულება 10 000 ლარი ემზარ ივანიშვილმა გადაურიცხა.

რაც შეეხება ხარჯებს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პარტიის საკასო ხარჯმა 18 დღის განმავლობაში 162 534 ლარი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 33 125 ლარი. ასევე, რეკლამის ჯამურმა ხარჯებმა 10-18 ოქტომბრის პერიოდში 4 061 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მთლიანად სოციალურ ქსელ Facebook-ის რეკლამებზე დაიხარჯა.