საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ე.ა.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6,844.44 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 109.68 გრამი) აღმოაჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,844.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.