მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ.25-მდე მეშახტე ამ დროისთვის ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე რჩება.

როგორც  მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს შახტებში საწარმოო პროცესი და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზია და მოთხოვნები არ აქვთ.

ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები დღეს, 12:00 საათისთვის ტყიბულის მერიის წინ აქციას გაანახლებენ.