ამერიკამ 8 ქვეყანას ირანული ნავთობის შეძენის უფლება მისცა

ამერიკამ 8 ქვეყანას ირანული ნავთობის შეძენის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია,  5 ნოემბრიდან ამერიკა ირანის მიმარ გამკაცრებულ სანქციებს აამოქმედებს.  სანქციები ირანის ენერგეტიკულ, საზღვაო გადაზიდვებსა და საბანკო სფეროებს შეეხება. 

შეზღუდვების ამოქმედებამდე ორიოდე დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ  8 ქვეყანას ირანული ნავთობის შეძენის შესაძლებლობა ექნება. როგორც Bloomberg-ს ტრამპის ადმინისტრაციიდან წყარომ განუცხადა, ვაშინგტონის სანქციები არ გავრცელდება იაპონიაზე, სამხრეთ კორეაზე, ინდოეთსა და ჩინეთზე. რომელია დანარჩენი 4 ქვეყანა, რომელთაც ირანული ნავთობის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, წყაროს არ დაუსახელებია.