კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი ფიქრობს, რომ მომავალში საგადასახადო სისტემა შეიცვლება. მისივე თქმით, რობოტებთან დაკავშირებით შემოღებული უნდა იყოს სპეციალური მოსაკრებელი, რათა ადამიანებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ამის შესახებ მან Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„იმ იდეის შედეგად, რობოტები გვეხმარებიან ჩვენ ვაწარმოოთ სულ უფრო მეტი პროდუქცია და ვაწარმოოთ საქმიანობა ადამიანების სულ უფრო ნაკლები მონაწილეობით. თუ ჩვენ გვჭირდება ნაკლები მუშაობა, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გავატაროთ გამოთავისუფლებული დრო. რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ, რომ ჩვენ ხელოვნურად უნდა შევანელოთ ავტომატიზაციის პროცესი, ვინაიდან რობოტექნიკა ხომ ამ ეტაპზე თავისი არსით ჩვენი საქმიანობის სფეროა“, - განაცხადა მან.
მიუხედავად ამისა, გეითსის განცხადებით, მსგავსმა განვითარებამ საბოლოო ჯამში არ უნდა მიგვიყვანოს სამსახურებიდან ადამიანების მასობრივად წასვლამდე.
„გადასახადის დაკისრების ძირითადი იდეა არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ აკრიფოთ გადასახადი კაპიტალიდან ან სამუშაო ძალიდან, ხოლო რობოტი ეს კაპიტალია. ახლა სამუშაო ძალაზე რამდენიმე გადასახადი მოქმედებს, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ადამიანებს მოუნდებათ სამუშაო ადგილების სტიმულირება და მათი შექმნა, ჩვენ სავარაუდოდ, მოგვიწევს ახალი გათვლებისა და სუბსიდიების გაკეთება, რათა ჩვეულებრივ თანამშრომლებზე მოთხოვნა გავზარდოთ“, - აცხადებს მილიარდერი.
მისი აზრით, სამომავლოდ უნდა გაიზარდოს მოსაკრებელი სწორედ მატერიალური კაპიტალიდან და სხვა ქონებიდან, მათ შორის რობოტებიდან. გეითსის განმარტებით, ამასთან მანქანების შესყიდვებზე და მათ წარმოებაზე არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს.
„თუ თქვენ გადაწყვეტთ, შეიძინოთ რობოტები, იმის ნაცვლად, რომ დაიქირაოთ მუშახელი, თქვენ ამის გაკეთება შეგეძლებათ. თუმცა საგადასახადო სისტემა ისეთნაირად იქნება მოწყობილი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ განიხილავთ ცოცხალი ძალის აყვანას. ახლა კი სისტემა საპირისპირო მიმართულებით გვიბიძგებს“, - აცახდებს ბილ გეითსი
კოკა კვირკველია