ილონ მასკმა შესაძლოა, არაბულ ინვესტიციებზე უარი თქვას

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა შესაძლოა, არაბი ბიზნესმენების მიერ მის კომპანიაში დაგეგმილ ინვესტიციებზე უარი თქვას.

ამის შესახებ მასკმა ონლაინ პორტალ Recode-ზე გამართული კონფერენციის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა და შესაძლო უარის მიზეზად საუდეველი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში სასტიკი მკვლელობა დაასახელა.

კომპანიის ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, გაითვალისწინებს, თუ არა ის საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის მხრიდან ინვესტიციების მიღებისას მხედველობაში არაბი ჟურნალსიტის საზარელი მკვლელობის ფაქტს, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ „სავარაუდოდ, კი“. მანვე განაცხადა, რომ ფონდთან კონსულტაციები ორი წლის განავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, მანამდე საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი Tesla-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მისი აქციების შესაძენად. ხოლო ბრიტანული Financial Times-ი წერდა, რომ არაბულმა ფონდმა Tesla -ში 2 მილიარდის აკუმილირება მოახდინა.

შეგახსენებთ, წარმოშობით საუდელი არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ხაშოგი ოფიციალურ ერ-რიადს და საუდის პრინცს ხშირად აკრიტიკებდა.

კოკა კვირკველია