2018 წლის სამ კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად 342 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში ქვეყანაში სულ 4 759 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შსს-ს სტატისტიკით, 9 თვის განმავლობაში 6 754 ადამიანი დაზარალდა. ავარიებიდან 133 შემთხვევა კი სიმთვრალით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ქვეყანაში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 160 შემთხვევა გამოწვეული იყო სიმთვრალით. შსს-ს სტატისტიკით, შარშან ავარიების შედეგად დაზარალდა 8 461 ადამიანი, 517 კი გარდაიცვალა.