მომავლის პროფესიები

დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება შრომის ბაზარი:იქმნება და ქრება სპეციალობები. საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, მაღალია მოთხოვნა მასწავლებლებზე, ექიმებზე, იურისტებზე, მარკეტინგის სპეციალისტებზე, გაყიდვების მენეჯერებზე, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტებსა და ვებდიზაინერებზე.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, მომავლის პროფესიებია:

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში­ ციფრული მარკეტინგი ცალკე სპეციალობად ისწავლება. 2019 წლისთვის მარკეტინგის სპეციალისტებს საშუალება ექნებათ შავი სამუშაო მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს გადააბარონ, ხოლო თვითონ მეტი ყურადღება გაამახვილონ სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და კრეატიულობაზე.

გაყიდვების მენეჯერი

საიტებზე ხშირად შეხვდებით გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას. კომპანიების მოთხოვნებია: კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა, დარწმუნებისა და არგუმენტირების, პრეზენტაციის წარმართვის, დროის მართვისა და მოლაპარაკების ხელმძღვანელობის უნარები.

მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი

მისი მოვალეობა ბაზრების მარკეტინგული კვლევა, ტრენდების განსაზღვრა, ანგარიშების მომზადება და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაა.

მონაცემთა ანალიტიკოსი

დიდი მონაცემების გაანალიზება და აუდიტორიისთვის ეფექტიანად მიწოდება ახალი გამოწვევაა, რომელსაც მონაცემების ანალიტიკოსები ინფოგრაფიკით, ინტერაქციული ვებსაიტების ან აპლიკაციების მეშვეობით უმკლავდებიან. მონაცემთა დიდ ბაზებს 2015 წელს ევროპული კომპანიების დაახლოებით 6% იყენებდა.

სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერები წლების წინ გამოჩნდნენ და მათზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მათ აქვთ ცოდნა მარკეტინგში, პიარში, სოციოლოგიასა და კომუნიკაციებში. სოციალური მედიის მენეჯერებს ევალებათ კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების გვერდების მართვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი ინტერესების გათვალისწინება.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთი პროფესიის მომავალს. Forbes-ზე დაყრდნობით, 10 წლის შემდეგ შესაძლოა აღარ არსებობდეს: 

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 ნოემბრის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად