DigitalMed – არის პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა სამედიცინო სექტორისთვის, რომელიც ქართულ ენაზე გესაუბრება და შესაძლებლობა აქვს გადაამუშაოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია.სპეციალურად შემუშავებული უნიკალური ალგორითმებით შექმნილი პროდუქტი, სრულიად განსხვავებულია და ახალი მიდგომებით ანაცვლებს დიაგნოსტიკის და ექიმთან კონსულატაციის პროცედურებს.
გვაძლევს სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას.
ხელოვნური ინტელექტი DigitalMed - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის შექმნილია, მან მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის რევოლუციური ფორმატი შეიმუშავა.
პროდუქტი სრულიად უნიკალურია, აქვს შესაძლებლობა თვითგანვითარების, მუშაობს მეგამონაცემთა ანალიზზე, დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონული ქსელზე და იყენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას.
პროდუქტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო დანიშნულებითაც, ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ცოდნასა და უახლეს კვლევებს/მიღწევებს, პროდუქტი უალტერნატივოა სხვა საგანმანათლებლო პორტალებთან შედარებით.
DigitalMed გატესტილია მრავალჯერ და მზადაა გამოსაყენებლად.
აღნიშნული პროდუქტით დაინტერესდა დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი - კედარი ვენჩერს. DigitalMed ჩაშენდა სამედიცინო პორტალ mkurnali.ge - ზე, რომელიც საიტზე ყველა ვიზიტორს სთავაზობს პროდუქტის გამოყენებას.
დრო: 19:00 სთ, 8 ნოემბერი 2018
ადგილი: ბიბლუსი გალერეა , ჭავჭავაძის გამზირი, 7
კონტაქტი: +995 599 280 606 ნატა კიზივაძე
ღონისძიების მასპონძელია ბიბლუსი გალერეა