პოლიეთილენის პარკების იმპორტიორებს საბაჟოზე დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის 1-ლი ნოემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.
ბრძანების თანახმად, პლასტიკის პარკის იმპორტის შემთხვევაში – პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პლასტიკის პარკის სისქისა და შემადგენლობის შესახებ; ხოლო ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, მოუწევს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (EN 13432:2000) სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.