გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად, - ამის შესახებ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გზაზე პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ ადამიანურ კაპიტალს, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როდესაც მხოლოდ უპირატესი ცოდნისა და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო ქმნიან ფასეულობას.
„სულ ახლახან გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად და ამას ვაპირებთ მდგრადი ბიზნესპრაქტიკის წახალისებით და სამთავრობო ინიციატივების შემუშავების მხარდაჭერით, რომელიც მიზნად დაისახავს ნახშირბადის ემისიის მნიშვნელოვან შემცირებას და ბუნებისადმი ნამდვილად კეთილგანწყობილ ერად ჩამოყალიბებას. საკუთარი ქვეყანა წარმოგვიდგენია ისეთ ადგილად, სადაც არ ხდება გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას მოვახდენთ და ჩვენს ჰიდრორესურსებს გამოვიყენებთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის მხოლოდ მდგრადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებით.
ამ გზაზე პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ ადამიანურ კაპიტალს, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როდესაც მხოლოდ უპირატესი ცოდნისა და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო ქმნიან ფასეულობას. ეს ასე არ არის რამდენიმე შემთხვევაში, თუმცა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ხარვეზების არსებობას ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ზუსტად ამ მიზეზით წამოვიწყეთ ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეფორმა. ვაპირებთ, განათლების სექტორს ყოველწლიურად მოვახმაროთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად ორციფრიანი ასიგნებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.