ფუფუნების საგნების მწარმოებელი საერთაშორისო კონცერნის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალენ შაველიე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Le Figaro წერს.
გაზეთის ინფორმაციით, შაველიეს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. „შაველიემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა პოლიტიკას და ინდუსტრიას, ის იღწვოდა, რომ საფრანგეთი გამხდარიყო ლიდერი ლუქს კლასის პროდუქციის წარმოებაში“, - ციტირებს გამოცემა ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მასში წერია, რომ შაველიე 1-ელ ნოემბერს გარდაცვალა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ კვირას გახდა.
ალენ შაველიემ LVMH 1987 წელს ანრი რეკამიესთან ერთად დააარსა. ამ მომენტისთვის კონცერნი აერთიანებს 70 ბრენდს, მათ შორის Louis Vuitton, Christian Dior, Givenchy, Kenzo-ს და სხვებს. კონცერნის წლიური ბრუნვა 2017 წლისთვის 42,6 მილიარდი დოლარი იყო.
კოკა კვირკველია