2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 357.0 მლნ ლარით იზრდება

2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, პირველ წარდგენასთან შედარებით, 357.0 მლნ ლარით იზრდება.

მათ შორის გადასახადები იზრდება - 80 მლნ ლარით; გრანტები - 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავაშირთან არსებული საიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები - 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, პირველ წარდგენასთან შედარებით, 268.0 მლნ ლარით იზრდება. მათ შორისაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) - 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის - 92 მლნ ლარი.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.

იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მლნ ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს დღეს წარედგინა.