მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა (+ფოტო)

მალდივებზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა.სასტუმრო სახელწოდებით Muraka უფრო მეტს გთავაზობთ, ვიდრე ჩვეულებრივი ლუქს კლასი ან უბრალოდ ოთახი - ეს არის დიდი ოთახი ინდოეთის ოკეანის სიღრმეში. საშხაპისა და სხვა სასტუმროებისთვის ტრადიციული კომპონენტების გარდა, წყალქვეშა სასტუმროს ასევე გააჩნია კერძო სავარჯიშო დარბაზი, ბარი და უსასრულო აუზი, ასევე ბარი ოკეანის ხედით და წყალქვეშა საძინებელი პანორამული ხედით ოკეანეზე. ოთახის ზედა სართულზე კი განტვირთვის და რუჯის მისაღები ადგილია.

რაც შეეხება ფასს, აქ ერთი ღამის გატარება 50,000 დოლარი ღირს და თქვენ მას ვერ იქირავებთ ერთი ღამით, სულ მცირე საჭიროა 4 ღამით დაჯავშნა, რაც 200,000 დოლარი დაგიჯდებათ. ამ ღირებულებაში კი შედის პერსონალური შეფმზარეული და პრივატული კატერით მომსახურება.

ბონუსად ვინც ამ არანორმალურ ფასად ნომერს იქირავებს, ის Hilton Diamond სტატუსის მფლობელი ხდება.

bpn bpn bpn

bpnbpn bpn

კოკა კვირკველია