SWIFT-მა რამდენიმე ირანული ბანკი სისტემიდან გათიშა

ინფორმაციის გაცვლისა და გადასახადების შესრულებისთვის განკუთვნილმა საბანკო სისტემამ SWIFT-მა რამდენიმე ირანული ბანკი სისტემიდან გათიშა. ამის შესახებ Reuters წერს.

„ირანული ბანკების მხრიდან სისტემაზე წვდომის შეჩერება იწვევს სინანულს, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით მივედით“, - წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ტექსტში არ არის ნახსენები, რომ ეს გადაწყვეტილება ნაწილია ამერიკის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა.

როგორც ცნობილია, 2 ნოემბერს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ამერიკა აპირებდა ირანის საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. უწყების ინფორმაციით, საბანკო სისტემას ეცნობა ამერიკის ხელისფლების გადაწყვეტილების შესახებ და ირანის საბანკოს სისტემის SWIFT-დან გათიშვის აუცილებლობაზე. თუმცა ჰუმანიტარული მისიების ფინანსური ოპერაციებისთვის დაიშვება გამონაკლისები.

საგადასახადო სისტემა SWIFT - ეს არის ბანკთაშორისი საერთაშორისო ფინანსური სისტემა. მის სისტემაში ჩართულია მსოფლიოს 11 ათასი ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან.

კოკა კვირკველია