მსოფლიოს ახალი ტიტულის მფლობელი სუნამო აქვს. 1,5 მილიონი დოლარიანი სუნამოს მწარმოებელი Morreale Paris-ია და სუნამოს Le Monde sur Mesure ეწოდება.
მას მეორენაირად Absolute Royal Fragrance-ს უწოდებენ და საკმაოდ სამართლიანადაც, ვინაიდან მისი ბოთლიც კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია.
გარდა განსაკუთრებული, უიშვიათესი კომპონენტების შედეგად მიღებული უნიკალური სურნელისა, სუნამოს ბოთლიც, რომელიც „ფაბერჟეს“ კვერცხივით სასურველია, ბრილიანტებით და ოქროს 18 კარატიანი „ბადეთი“ არის გარშემორტყმული. ის ორ კილოგრამს იწონის და მთლიანად ხელით არის ნამუშევარი, რომლის შექმნაზეც ერთი წელი დაიხარჯა.
სუნამო ხელმისაწვდომია 5,7 და 10 ლიტრიან ბოთლებში და კლიენტები სუნამოს სიცოცხლის ბოლომდე მიიღენ.
კოკა კვირკველია