ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი კვლავ გაძვირდა. ფასის მატება ფაქტობრივად ყველა ბრენდირებულ სადგურს შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ფასები 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული.
მათ შორის, ოქტომბრის ბოლოს რამდენჯერმე მოიმატა ფასებმა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე. თუმცა, ფასების შედარება შეგვიძლია წინა თვის მონაცემთანაც. კერძოდ, 6 ნოემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.59 ლარია, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.57 ლარი იყო; 11 ოქტომბერთან შედარებით, 2 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.49 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.41 ლარიდან 2.43 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.69 ლარია, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2.63 ლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 5-5 თეთრით არ გაზრდილი და შესაბამისად, 2.59 და 2.67 ლარი ღირს.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.60 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2.56 ლარი იყო; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი ასევე 4 თეთრით არის გაზრდილი და 2.70 ლარია. 4-4 თეთრით გაძვირდა „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ და დღეის მდგომარეობით, 2.64 და 2.56 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი 3 თეთრით მოიმატა და 2.71 ლარი ღირს.
დღეის მდგომარეობით საწვავის ფასები გუშინდელთან შედარებით, შეცვლილია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 4 თეთრით არის გაძვირებული „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.53 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.39 ლარი ღირს, მაშინ როცა 5 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.36 ლარი იყო; ასევე 3 თეთრით არის გაძვირებული „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი და 2.55 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.63 ლარია, მაშინ როცა 5 ნოემბერს მისი ფასი 2.59 ლარი იყო.
ფასები გაზრდილია „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზეც. დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.60 ლარია, მაშინ როცა 1 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ღირებულება 2.57 ლარი იყო; 3-3 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „რეგულარის“, სუპერისა და ევრო დიზელის ტიპის საწვავი. კერძოდ, „რეგულარი“ - 2.50; სუპერი - 2.70; ევრო-დიზელი კი 2.65 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 1 ნოემბრიდან არ შეცვლილა და დღესაც, 2.52 ლარი ღირს.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.66 ლარია, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით 2.60 ლარი იყო; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" კი 6 თეთრით გაძვირდა და 2.60 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ 4 თეთრით არის გაძვირებული - 2.64 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.56 ლარია; მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ღირებულება - 2.50 ლარი იყო; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 11 ოქტომბრიდან 4 თეთრით გაძვირდა და 2.72 ლარი ღირს.