მეწარმე ქალი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული ქართული საკურიერო კომპანია შექმნა

„ონვეი დელივერი“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული ქართული საკურიერო კომპანიაა, რომელმაც ტრადიციული, ფურცლებით სავსე პროცესები გაამარტივა და ციფრულ პლატფორმაზე გადაიტანა.კომპანიის დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილია, რომელიც თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოვებაზე წლის ქალი მეწარმის ნომინაციაშია წარდგენილი.

მისი პოზიციაა, რომ თანამედროვე სამყაროში არ შეიძლება მხოლოდ ჩარჩოში მოქცეული სერვისების შეთავაზება, ამიტომ მომხმარებლები სულ უფრო გამარტივებული ციფრული სიახლეებით უნდა გაანებივრო.

„ონვეი დელივერი“ ჯერ მხოლოდ ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, უკვე მოახერხა ლოგისტიკის გამართული პროცესის აწყობა, ლოიალური მომხმარებლების შეძენა და მიზნობრივ აუდიტორიებში ცნობადობის მოპოვება.

თამარ გოგოლაშვილის თქმით, კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია და გაყიდვები ყოველდღიურად 20-30%-ით იზრდება, რაშიც მას ელექტორნულ კომერციასა და ბიზნეს ქონსალთინგში მიღებული საკუთარი 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეხმარება.

„რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ონლაინ გადაზიდვებთან დაკავშირებით ბაზარზე გარკვეული პრობლემები არსებობდა, შევქმენით მომსახურების ისეთი სერვისები, რომელიც ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. იდეის დამუშავებაზე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ჩავატარეთ ბაზრის კვლევაც და 2017 წლის 17 ოქტომბერს კომპანია „ონვეი დელივერი“ დავაარსეთ“,-ამბობს თამარ გოგოლაშვილი.

bpn

მისი თქმით, „ონვეი დელივერის“ გამორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია არის სრულიად ციფრულ პლატფორმაზე დაფუძნებული. გარდა ამისა, თითეული ამანათი საკუთარი უნიკალური ნომრით რეგისტირდება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარ გზავნილს თვალი ადევნოს.

„მომხმარებლებს ვთავაზობთ ამანათებისა და წერილობითი კორესპონდენციების გადაგზავნას როგორც თბილსში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. კურიერები გვყავს ყველა რეგიონში, რომელთა საშუალებითაც ვუზრუნველვყოფთ, რომ თითოეული გზავნილი ნებისმიერ რეგიონში დროულად ჩავიდეს.

რაც შეეხება წერილობით კორესპონდენციას, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან, როგორც საადვოკატო-აუდიტორულ, ისე სადაზღვეო კომპანიებთან. ხოლო ამანათების შემთხვევაში, სხვასდასხვა ონლაინ მაღაზიებთან გვაქვს მოლაპარაკებები და ვმუშაობთ სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან, ჩვეულებრივ ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი გადაზიდვებით. მაგალითად, თუ თბილისიდან ქუთაისში კონკრეტული ნივთები აქვთ გასაგზავნი, თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით“,-აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

bpn

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამჟამად „ონვეი დელივერში“ 25-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ოფისებს, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, გურამიშვილის 17ბ-ში აქვთ, თუმცა კომპანიის გეგმებშია რეგიონალურ განავითარებაც და სულ მალე ოფისები ბათუმსა და ქუთაისშიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ „ონვეი დელივერი“ თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილოვებაზე წლის ქალი მეწარმის ნომინაციაშია წარდგენილი, რაზეც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისთვის არა თუ გამარჯვება, არამედ უბრალოდ მონაწილობაც კი ძალიან მნიშვნელოვანია: - „თიბისი ბანკს წინა წელსაც ჰქონდა მსგავსი აქტივობა და მაშინ ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა. ძალიან ბევრმა კომპანიამ გაიგო ჩვენს შესახებ. ამიტომ, ვფიქრობ, გამარჯვება კი არა,უბრალოდ მონაწილეობაც კი, ნებისმიერი სტარტაპერი კომპანიისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“,-აღნიშნავს თამარ გოგოლაშვილი.

R

ნინი ქეთელაური