„კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამით ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურებაზე გაჩენილ კითხვებს ნაწილობრივ გასცა პასუხი, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად „არჩევნების პერიოდში არსებულ გარემოზე“.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მოქმედებს ან საერთოდ მოქმედებს თუ არა არჩევნები ლარის კურსზე და ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პერიოდი მიმოიხილა. საორიენტაციო თარიღად არჩევნების ჩატარებამდე 2 თვე და არჩევნების შემდგომ 10-დღიანი პერიოდი ავიღეთ.
აღმოჩნდა, რომ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში და 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გაუფასურდა. სხვა წლებში არჩევნებს ლარზე გავლენა ფაქტობრივად, არ მოუხდენია.
2018 წლის 28 ოქტომბერი, საპრეზიდენტო არჩევნები
29 აგვისტო - $1-2,57 ლარი, 7 ნოემბერი - $1-2,75 ლარი (სხვაობა: -0,18 პუნქტი)2017 წლის 21 ოქტომბერი, თვითმმართველობის არჩევნები
21 აგვისტო - $1-2,38 ლარი; 31 ოქტომბერი - $1-2,58 ლარი (სხვაობა: -0,20 პუნქტი)2016 წლის 8 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნები
8 აგვისტო - $1-2,34 ლარი, 18 ოქტომბერი - $1-2,37 ლარი (სხვაობა: -0,03 პუნქტი)2014 წლის 15 ივნისი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
15 აპრილი - $1-1,75 ლარი, 25 ივნისი - $1-1,76 ლარი (სხვაობა: -0,01 ლარი)2013 წლის 27 ოქტომბერი, საპრეზიდენტო არჩევნები
27 აგვისტო - $1-1,66 ლარი, 6 ნოემბერი - $1-1,67 ლარი (სხვაობა: -0,01 ლარი)
2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნები
1-ლი აგვისტო - $1-1,65 ლარი, 10 ოქტომბერი - $1-1,66 ლარი (სხვაობა: -0,01 ლარი)ელზა წიკლაური