იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0,2 მლნ ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2 მლნ ტონით შემცირდა.კერძოდ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 30,1 მილიონი ტონა შეადგინა. მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში 30,3 მლნ იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 8,9 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 308,9 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ეს ციფრი 300 მლნ იყო.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 12.1 მლნ ტონიდან 11,2 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 46,846 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 330,165 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 283,319 კონტეინერი გადამუშავდა.